"არ ეწყინება ნარმანიას, მაგრამ ვირეშმაკობას ჰგავს" - გია ხუხაშვილი სახელფასო დანამატებზე

"არ ეწყინება ნარმანიას, მაგრამ ვირეშმაკობას ჰგავს" - გია ხუხაშვილი სახელფასო დანამატებზე

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ვიცე მერებისთვის ყოველთვიური დანამატების დანიშვნა თბილისის მერ დავით ნარმანიას გადაწყვეტილება არ იყო და "ვიღაცამ უთხრა , ეს გაეკეთებინა".

ამის შესახებ ხუხაშვილმა "პალიტრის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

"ძალიან ულამაზოდ გამოიყურება ის, რომ პრემიებზე იყო დიდი ლაპარაკი და ადგნენ და ამას დაარქვეს დანამატი. ღრმად არასერიოზულია, კიდევ უარესი გააკეთეს, ბოდიში ამ სიტყვაზე, არ ეწყინება ნარმანიას, მაგრამ ვირეშმაკობას ჰგავს. დანამატი საერთოდ აბსურდული რაღაცაა, უნდა არსებობდეს ხელფასი და უნდა არსებობდეს პრემია. პრემია არ არის რეგულარული თემა, დანამატი კი საერთოდ გაუგებარია, რატომ პირდაპირ ხელფასს არ არქმევენ? ყველაზე საინტერესო აქ არის, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება – ჯერ ერთი, შეურაცხყოფას აყენებენ ყველა სხვას, იმიტომ რომ არგუმენტი 24-საათიანი მუშაობა იყო. ე.ი. გამოდის, რომ ჩვენი არც მინისტრი და არც არავინ მუშაობს, მუქთახორები არიან და მარტო ეს ვიცე-მერები და გამგებლები მუშაობენ თურმე ქვეყანაში. მეორე, თუ დააკვირდით, დათო ნარმანიამ თვითონ არ დაინიშნა ეს დანამატი, ე.ი. ფაქტობრივად, ვიცე-მერებს დღეს მასზე მაღალი შემოსავალი აქვთ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დათო ნარმანიას გადაწყვეტილება არ იყო ეს, მას უთხრეს, რომ ასე გააკეთეო. შინაგანი პროტესტი იგრძნობა იმაში, რომ თვითონ უარი თქვა ამაზე და ვიცე-მერებმა ტკბილად შეირგეს. მე ვიცნობ დათო ნარმანიას, ის საღად მოაზროვნეა და ზუსტად შეაფასებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება", - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყოველივე დავით ნარმანიას მხრიდან სისუსტის გამოვლინებაა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა