მორიდებული მილიარდერი, რომელმაც Victoria’s Secret-ის იმპერია შექმნა

მორიდებული მილიარდერი, რომელმაც Victoria’s Secret-ის იმპერია შექმნა

მილიარდერობამდე მისი სამუშაო გრაფიკი კვირაში 90 საათისგან შედგებოდა. ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენს სამუშაოს იქით ცხოვრება, პრაქტიკულად არ ჰქონდა - დღემდე ვერ იხსენებს თავისი ახალგაზრდობის საყვარელ ფილმს ან მუსიკალურ ჯგუფს, რადგან ამისთვის არასდროს ეცალა.

77 წლის ლესლი ვექსნერი "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, 6,2 მილიარდი დოლარის მფლობელია, ამერიკელი მილიარდერთა ასეულშია და ოჰაიოს შტატის ყველაზე მდიდარი ადამიანია, თუმცა საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილოა და მომავალთან დაკავშირებით უამრავი გეგმა აქვს. ასაკის მიუხედავად, კვლავ ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს, არ არღვევს მკაცრ სამუშაო რეჟიმს და მართალია, კვირაში 90 საათს აღარ მუშაობს, სამაგიეროდ ყოველ დილით ვარჯიშობს, კვირაში სამჯერ 8 კილომეტრს ფეხით გადის და ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი მშობლიური შტატისა და საყვარელი ქალაქ კოლუმბუსისთვის.

Victoria’s Secret-ის, Pink, La Senza-სა და The Limited-ის მფლობელმა ოჰაიოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა იურიდიულ სკოლაში გააგრძელა, მაგრამ მალევე მიანება თავი, რადგან ოჯახურ ბიზნესს დახმარება სჭირდებოდა. ლესლის მშობლები, რუსეთიდან იმიგრირებული ებრაელები, კოლუმბუსში ტანსაცმლის მაღაზიას ფლობდნენ, თუმცა მცირე ბიზნესს დიდი შემოსავალი არ მოჰქონდა, სამაგიეროდ დიდ შრომას ითხოვდა. მამის დასახმარებლად მისული ლესლი მალევე მიხვდა, რომ პალტოებით ვაჭრობა წამგებიანი იყო. 26 წლის ასაკში დეიდისგან ნასესხები ფულით საკუთარი პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მხოლოდ შარვლებსა და პერანგებს ჰყიდდა. პირველივე წელს დამწყებმა ბიზნესმენმა 20 ათასი დოლარი გამოიმუშავა, ორჯერ მეტი, ვიდრე მამამისის მაღაზია შოულობდა. მაშინ მისი წარმატების საიდუმლო მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მცირე ასორტიმენტის პროდუქციით დაიწყო ვაჭრობა, მაღაზიას კი შესაბამისი სახელი შეურჩია - The Limited.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია