ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია გამართლდა

ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია გამართლდა

ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამ საქმეზე გამართლებული ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, შესაბამისად, ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.

ახალაიასთან ერთად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამებაში ბრალდებული იყვნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც საქალაქო სასამართლომ სრულად გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ამის შემდეგ კი, საჩივარი პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში დაწერა.

ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ოთხთვიანი განხილვის შემდეგ, პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო უზენაესმა სასამართლომაც. ამის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ამბობს, პასუხისგებაში უნდა მისცენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები.

"ამ სპეცრაზმელებმა ცრუ ჩვენება მისცეს ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ. სამი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა და ახლა წესით, უნდა დაიწყოს დაზარალებულად ცნობილების დაკავება, ცრუ ჩვენებების საფუძველზე", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ