"ფარული ჩანაწერის გამო, მგონი მარადიულ ქალიშვილად დავრჩები"

"ფარული ჩანაწერის გამო, მგონი მარადიულ ქალიშვილად დავრჩები"

ფარული ჩანაწერები არა მარტო პოლიტიკოსებს, რიგით ადამიანებსაც კი თავზარს სცემს, მით უმეტეს მაშინ, თუ შანტაჟის ობიექტს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები აქვს დასამალი. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ქ.კ, როგორც თავად ამბობს, თავქარიანობის გამო დაისაჯა, თუმც მას მაინც გაუმართლა, რადგან შეიძლებოდა შედეგი უფრო მძიმე ყოფილიყო.

- ორი წლის წინ ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი. მამუკა ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, დაბალი და შავგვრემანი იყო, მაგრამ კარგი მანქანა ჰყავდა და დღეში იმდენ ფულს ხარჯავდა, ზოგიერთი ოჯახის თვიურ შემოსავალს რომ აღემატება. დაქალები მეუბნებოდნენ, ნუ ენდობი, სანამ კარგად არ გაიცნობო, მაგრამ არავის ვუსმენდი, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბედნიერების შურდათ. ერთთვიანი ურთიერთობის შემდეგ ქალაქგარეთ წავედით სასეირნოდ. მამუკამ სასმელი წამოიღო და კარგად შევზარხოშდით. საათს რომ დავხედე, უკვე პირველი სრულდებოდა. ავფორიაქდი, მამუკას ვთხოვე, სახლში წავეყვანე. მირჩია, ნასვამი ხარ, უკანა სავარძელზე დაწექი, სანამ ქალაქში ჩავალთ, ცოტა გამოფხიზლდებიო. დავუჯერე, მაგრამ სულ ტყუილად - თვითონაც გვერდით მომიჯდა. შემეშინდა, რადგან მამუკას გაცნობის შემდეგ ისედაც ძალიან თამამად ვიქცეოდი, შუაღამისას ბაზალეთის ტბაზე მასთან ერთად განმარტოება უკვე მეტისმეტი იყო. არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა მთვრალი მამაკაცი, ძალა რომ ეხმარა, ვინ მომეშველებოდა?

- საბოლოოდ "უკანა სავარძლის ეპიზოდი" როგორ დამთავრდა?

- მომეფერა, მკოცნიდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ქალიშვილი ვიყავი, შევეცოდე და შემეშვა... თბილისში რომ დავბრუნდით, ბოდიშიც მომიხადა, კონტროლი დავკარგე და პირობას გაძლევ, ასე აღარასოდეს მოვიქცევიო. მეც დავუჯერე. ჩვენი შეხვედრები ისევ ძველ რეჟიმში გრძელდებოდა. ერთ დღესაც მამუკას ვთხოვე, მეგობართან უნდა წავიდე, თუ გინდა შენც გამომყევი-მეთქი. უყოყმანოდ დამთანხმდა. ჩემი დაქალი ლამაზი გოგო იყო. ის სახლში სტუმრებს არ ელოდა და შორტებსა და გულამოღებულ მაისურში დაგვხვდა. მამუკას მაშინვე შევამჩნიე, რომ თვალები გაუბრწყინდა. მასპინძელმა სადილი მოგვიმზადა, სასმელი გამოიტანა და მამუკას მეტი არ უნდოდა. ჩემს დაქალს შეუჩნდა, ყველანი სასეირნოდ უნდა წავიდეთ, თორემ დილამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. ჯერ ვიეჭვიანე და გული მეტკინა, მაგრამ მამუკას ისეთი სახე ჰქონდა, მის ღალატზე ფიქრი ნამდვილად უადგილო იყო. როგორმე დაუპატიჟებელი სტუმარი დაქალის სახლიდან უნდა გამეყვანა. მამუკა კი უარზე იყო. როცა თხოვნამ არ გაჭრა და ყვირილზე გადავედი, მამუკამ ხელი ჩამჭიდა და მერე ოთახში გამიყვანა: - იმ ღამეს ბაზალეთის ტბაზე რომ ვიყავით, რაც ჩვენ შორის მოხდა, მანქანის სარკეში ჩამონტაჟებული ვიდეოთია გადაღებული. თუ ახლა შენს დაქალს სახლიდან არ გამოიყვან, იმ კასეტას მამაშენს გავუგზავნი, გასაგებია? თვალები დამიბრიალა "შეყვარებულმა". თავზარი დამეცა.

- მისი სიტყვებიც დაიჯერე?

წაიკითხეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია