სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა გაამართლეს

სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა გაამართლეს

ბრიტანულმა სასამართლომ 42 წლის ტანია კლერენსს, რომელმაც საკუთარი სამი ინვალიდი შვილი გაგუდა, ბრალდება მოუხსნა.

პროკურორის განცხადებით, კლერენსმა შვილები იმ მიზეზით მოკლა, რომ მათი ტანჯვა დაესრულებინა. მისივე თქმით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ქალი მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა. ქალბატონს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადააგზავნიან სამკურნალოდ.

შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. ბავშვები დეგენერაციული დაავადებით - ზურგის კუნთების ატროფეით იყვნენ დაავადებულნი. ექიმის განმარტებით, ბავშები 5 წელზე მეტს ვერ იცოცხლებდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ