სკანდალური აღიარება - რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში

სკანდალური აღიარება - რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში

რამდენიმე კვირის წინ, რედაქციაში ქალბატონის წერილი მივიღეთ, რომელიც გვწერდა, რომ შვილის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, რძალი თურქეთში გათხოვდა. მართალია, იმ გოგონას ისტორია ცუდად დამთავრდა, მაგრამ ქალბატონს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. როგორც აღმოჩნდა, თურქეთში ქართველი გოგონების გათხოვება ახალი ამბავი არ არის და ბოლო დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა.

27 წლის დიანა, ამ გოგონებს შორის ერთ-ერთია. ორი თვეა რაც თურქი პატარძალია და განსაკუთრებულად საიტზე გამოქვეყნებულმა უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა. გადაწყვიტა ჩვენთვის საკუთარი ისტორია მოეყოლა.

- 16 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. ჩემზე ათი წლით უფროსმა - გელამ მომიტაცა. ვოცნებობდი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდოდი და აუცილებლად გავხდებოდი ჟურნალისტი და ტელევიზიაში ვიმუშავებდი. მოტაცებული გოგონა მამამ უკან არ მიმიღო და ასე გავხდი მეზობელი სოფლის პატარძალი. ოთხი დედმამიშვილი ვართ და დედა მარწმუნებდა, რომ სიღარიბისგან თავის დასაღწევად ყველაზე კარგი გზა გათხოვება იყო. მამამ კი მითხრა, რომ ნაადრევი ყველაფერი კარგი იყო სიკვდილის გარდა. ერთ კვირაში მიხვდი, რომ მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი, რადგან ქმარი ხშირად სვამდა და მის მშობლებთან ერთად შეშინებული ველოდებოდი როდის გადაწყვეტდა დაძინებას. ორჯერ ჩხუბის გამო დაიჭირეს კიდეც, მაგრამ დღემდე არ ვიცი, როგორ მოახერხა თავის დაძვრენა. მეუბნებოდა, ძალიან გინდა, რომ ციხეში გამიშვა და გაბოზდე, მაგრამ არ გეღირსებაო.

- მშობლები მის საქციელზე რას ამბობდნენ?

- შეგუებულები იყვნენ, მათთვის მთავარი იყო, რომ ფიზიკურად არ ეხებოდათ და გინებას მიჩვეულები იყვნენ. ჩემს მშობლებს კი არც აინტერესებდათ, ერთი შვილი შესანახად მოაკლდათ და სანახავადაც კი იშვიათად მოდიოდნენ.

- შენი მეუღლე მუშაობდა?

- მანქანა ჰყავდა და თანასოფლელებს პროდუქტების გასაყიდად გადატანაში ეხმარებოდა. მუშაობა არ ეზარებოდა, მამამთილიც მუშაობდა და არ გვიჭირდა, მაგრამ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო რაც ერთ დღეს მამამთილი დაიღუპა. ისედაც მძიმე ხასიათის გელა ნამდვილ მონსტრად გადაიქცა, მანამდე ალბათ მამამისის მაინც ერიდებოდა. მე და დედამისს საშინლად გვექცეოდა, ხანდახან ფიზიკურადაც გვისწორდებოდა. უკვე ორი შვილი მყავდა და ბავშვებისაც არ ერიდებოდა. ჩვენი სახლიდან სულ წივილ-კივილის ხმა გადიოდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია