მოგლეჯილია ხატები და შესაწირი ყუთები, არეულ-დარეულია საკურთხეველი - ვანდალურად დარბეული წმ. ბარბარეს ეკლესია და წინამძღვრის კომენტარი

მოგლეჯილია ხატები და შესაწირი ყუთები, არეულ-დარეულია საკურთხეველი - ვანდალურად დარბეული წმ. ბარბარეს ეკლესია და წინამძღვრის კომენტარი

თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს ეკლესია დაარბიეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია.

"დღეს როცა მივედით, ასეთი სურათი დაგხვდა. შემზარავი ფაქტია. დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაძარცვულია ეკლესია. ეს არ ეყოთ, როგორც ჩანს და დალეწეს შიგნით ყველაფერი. დალეწილია ეკლესიის საკურთხეველიც. ეს არის შემზარავი ფაქტი. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

როგორც ჟურნალისტებს ეკლესიის წინაძღვარმა მამა ისემ განუცხადა, ტაძარი ვანდალურადაა დარბეული.

"ეს არ არის მარტო ქურდობის ფაქტი. იმის აღწერა, რაც ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია. ტაძარი ვანდალურად არის დარბეული, შესაწირი ყუთები მოგლეჯილია, ხატები კი - კედლიდან ჩამოგლეჯილი, არეულ-დარეულია საკურთხეველი და შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს", - განაცხადა მამა ისემ.

მისივე შეფასებით, ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა.

"ქართულ ეკლესიას მიხედვა, უნდა პირველ რიგში ქართველებისგან. ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე მთელი პარლამენტი და მთავრობა ფეხზე უნდა დადგეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეშმაკმა გააკეთა, მაგრამ ეს ეშმაკი უნდა იპოვონ", - აღნიშნა ეკლესიის წინამძღვარმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შს სამინისტროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რა არის ეკლესიიდან მოპარული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია