"ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა" - კადრები წმინდა ბარბარეს სახელობის დარბეული ეკლესიიდან

"ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა" - კადრები წმინდა ბარბარეს სახელობის დარბეული ეკლესიიდან

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მედიას ტაძარში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის საშულება მიეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, კედლებიდან ჩამოგლეჯილია ხატები, იატაკზე მიმობნეულია სხვა სახის სიწმინდეებიც, მათ შორის - ჯვრებიც, ბარძიმი, მღვდლის შესამოსლები. გატეხილია შესაწირი ყუთები, ასევე დამტვერულია წმინდა ნიკოლიზის ხატის შუშა. ეკლესიის წინამძღვრის ინფორმაციით, მოპარულია ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ხატს ეკეთა.

"აქ არ არის ლაპარაკი რაღაც მატერიალურის დაკარგვაზე. ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია - ხატები, ადგილზეა. მთავარი არის ის, რომ ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა. აქ სწორედ ღირსების შელახვაზეა საუბარი", - განუცხადა ჟურნალისტებს ტაძრის წინამძღვარმა, მამა ისემ.

არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ეკლესიის ცენტრალური კარი იქ განთავსებული ერთ-ერთი სასფლაოდან აღებული მარმარილოს ქვით შეამტვრიეს. თავად სამართალდამცველებმა ეკლესიის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს, შესაბამისად უცნობია, მოახერხეს თუ არა მათ რაიმე ნივთმტკიცების ამოღება.

ეკლესიაში ამ დრომდე რჩება მრევლი, რომელიც წინამძღვართან ერთად ტაძარს ასუფთავებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია