დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებენ სათემო პროექტებში ჩართული ქალბატონები სამეგრელოდან და კახეთიდან, ფერმერი ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაიმართება ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ასევე ჩატარდება დისკუსია, რომელშიც ფერმერ ქალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიებას ქართველი მომღერლების კონცერტი დაასრულებს.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. ის გაეროს გენერალური ანსამბლეის 2007 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით დაფუძნდა.

გამოყენებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია