როგორ აღნიშნეს სვეტიცხოვლობა მცხეთაში (ფოტორეპორტაჟი)

როგორ აღნიშნეს სვეტიცხოვლობა მცხეთაში (ფოტორეპორტაჟი)

მცხეთაში დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღნიშნეს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურიგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. დილიდან მცხეთაში საზეიმო განწყობა ღონისძიებები ტარდებოდა. ქალაქში მისასვლელი თითქმის ყველა სამანქანო გზა ჩაკეტილი იყო. ავტომობილით გადაადგილება მხოლოდ საშვის მქონე მანქანებს შეეძლოთ. მრევლი კი ქალაქის შემოსავლელიდან ტაძრამდე ფეხით მიდიოდა. ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო სპეციალური სცენები, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები იმართებოდა.

ქალქაქის ცენტრში შეგეძლოთ მოგესმინათ და გენახათ, როგორც ქართული ასევე უცხორული მუსიკისა და ცეკვის ნომრები. ცენტრალურ შესასვლელში იდგა საშემოდგომო ნობათით დატვირთული ურემი. ადგილზე შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ ახლადამოვლებული ჩურჩხელა და თათარა.

მოედანზე გამოფენილი იყო ხეზე ნაკვეთი სუვენირები, ასევე ადგილზე შეგეძლოთ გენახათ როგორ მუშაობენ ოსტატები ამა თუ იმ ნივთის დამზადების დროს. ქუჩებში ასევე ამზადებდნენ და გასაყიდად ჰქონდათ ნაჭრის თონიჯები, ასევე იყო ძველებური სამოსი და თექისგან დამზდებული ნაწარმი.

მცხეთის ცენტრალურ მოედანზე იყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. აქ შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ სხვადასხვა სახი ყველი და ღვინო. ადგილზე ასევე იმართებოდა სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები, მათ შორის ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდი და მაგიდის ჩოგბურთი.

მცხეთობის დღესასწაულზე ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდნენ ადამიანები რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ. იყო სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, რომლებიც მცხეთაში მისულ ადამიანებს მოწყალებას სხვადასხვა ფორმით სთხოვდნენ - ზოგი უხეში ფორმით, ზოგი მოკრძალებით, ზოგი კი აგრესიითაც გამოირჩეოდა.

დღესვე დაჯილდოვდნენ მცხეთის საპატიო მოქალაქეები მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ ქართული კულტურისა და ლაზური ენის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის სამი ადამიანი დააჯილდოვა.

მცხეთაში დღეს მინისტრთა კაბინეტი თბილისის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ქალაქის ქუჩებში გაისერნიეს და იქ გამართული ღონისძიებები დაათვალიერეს.

თეა ბითაძე

ასევე ნახეთ: ილია მეორე - ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაინახავს ჭეშმარიტების გზას

ირაკლი ალასანია სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქალიშვილთან ერთად

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია