რა თანხის ვაუჩერებს მიიღებს თბილისის მოსახლეობა

რა თანხის ვაუჩერებს მიიღებს თბილისის მოსახლეობა

თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებლებს კომუნალურ ვაუჩერებს წელსაც დაურიგებს. როგორც დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს , ჯერ უცნობია იმ თანხის ოდენობა, რომელიც აბონენტებს ყოველთვიურად დაერიცხებათ.

მათივე ინფორმაციით, ვაუჩერების დარიგება სავარაუდოდ ნოემბერ-დეკემბერში დაიწყება.

ამასთან, მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის ინფორმაციით, წელს ვაუჩერები გაცილებით გაუმჯობესებული იქნება.

"იგეგმება ვაუჩერების გაცემა, გაცილებით გაუმჯობესებული ადმინისტრაციული რესურსებით. კონკრეტული ციფრი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

თბილისის მერიამ გაწულ ორ წელს დედაქალაქში რეგისტრირებულ თითოეულ აბონენტს 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერი დაურიგა. 5 თვის (ნოემბერ-მარტი) განმავლობაში თითოეულ ოჯახს ანგარიშზე 20 ლარი ერიცხებოდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები კი, რომელთაც 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, 250-ლარიანი ვაუჩერს იღებდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია