გმირი ბიძინა, რომელიც ატირებულ გოგონას დაკარგულ ფულს უბრუნებს - რა წერია მე-2 კლასის სახელმძღვანელოში

გმირი ბიძინა, რომელიც ატირებულ გოგონას დაკარგულ ფულს უბრუნებს - რა წერია მე-2 კლასის სახელმძღვანელოში

ირაკლი და ბიძინა ქუჩაში მიდიოდნენ. ბიძინამ გზაზე ფული შენიშნა.

- ნახე, ათლარიანი ვიპოვე, - უთხრა მეგობარს ბიძინამ.

- რა კარგია, მოდი მაღაზიაში შევიდეთ და შოკოლადი ვიყიდოთ, - გაუხარდა ირაკლის.

- რას ამბობ, ეს ხომ სხვისი ფულია?

- მერე რა, ჩვენ გარდა ხომ არავინ იცის, რომ სხვისია.

- იცი, ჯობია, ეს ფული პოლიციაში მივიტანოთ, - თქვა ბიძინამ.

სწორედ ამ დროს ბიჭებმა მათკენ მომავალი ატირებული გოგონა შენიშნეს, რომელიც გაფაციცებით ათვალიერებდა ქვაფენილს.

- რა გატირებს? - ჰკითხეს ბიჭებმა პატარას.

- დედამ პურის საყიდლად გამომგზავნა, მე კი ფული დავკარგე, - სლუკუნით უპასუხა გოგონამ.

- ნუ ტირი, აი, შენი ფული!

გახარებულმა გოგონამ ბიძინას ფული გამოართვა, მადლობა გადაუხადა და მაღაზიისკენ მოკურცხლა.

ირაკლი და ბიძინამ გზა გააგრძელეს. დარცხვენილი ირაკლი ბიძინას თვალს ვერ უსწორებდა.

ამ მოთხრობას, რომლის მთავარი გმირები ბიძინა და ირაკლი არიან,  სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა მოჰყვა, რადგან მითითებულია, რომ აღნიშნული ტექსტი მე-2 კლასის ლიტერატურიდან არის. პროტესტი კი თავისთავად, არა შინაარსმა, არამედ პერსონაჟების სახელებმა გამოიწვია.

Ambebi.ge კომენტარისთვის განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.

"შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრის" ქართული ენა და ლიტერატურის საგნის II კლასის სახელმძღვანელოს - "დედა ენის კვალზე" (ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე), გრიფი მიენიჭა 2011 წელს (სსიპ - ეროვნუილი სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის ბრძანება N05-01/35, 01.07.2011წ.), რომელშიც შესულია ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობა სახელწოდებით "ბიძინა" (გვ.61)', - აცხადებენ სამინისტროში.

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა