საქართველოში პატიმარს უკანალში 3 მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს

საქართველოში პატიმარს უკანალში 3 მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს

მსჯავრდებულს უკანა ტანში სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს იფორმაციით, მსჯავრდებულ ვ.ბ.-ს N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მიღებისას, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების და შემდეგ რენტგენოლოგიური კვლევისას, უკანა ტანში პრეზერვატივებში შეფუთული სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და 3782 მუხლის პირველი ნაწილით. საქმეს იძიებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი.

დანიშნულია სასამართლო კომპლექსური (ქიმიური, ტრასოლოგიური, ვიდეოსკოპიური, ჰაბიდოსკოპიური, საინფორმაცია-ტექნოლოგიური) ექსპერტიზა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ