მორიგი ექსპერიმენტი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეზე

მორიგი ექსპერიმენტი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეზე

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე მორიგი ექსპერიმენტი ჩატარდა

კიწმარიშვილის ავტომობილში სამხარაულის ბიუროს თანამშრომლებმა მკვლელობის ვერსიის გადასამოწმებლად მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს . ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საგამოძიებო კვლევა 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ექსპერიმენტის შედეგები, რომელშიც ორი პირი მონაწილეობდა, ცნობილი მოგვიანებით გახდება.

საგამოძიებო შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხარაულის სახელობის სამედიცინო სასამართლო ექსპერტებმა ჩაატარეს. ექსპერიმენტს საქმის მთავარი პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

კვლევის დასრულების შემდეგ მაია ნიკოლეიშვილმა კიწმარიშვილის ავტომობილში უცხო პირის არსებობა გამორიცხა. "თუ უკან ვინმე იჯდებოდა ბუნებრივ პოზიციებში, ყველგან ხდებოდა გადაფარვა. ჩემთვის, პირადად, როგორც ექსპერტისთვის ეს აბსოლუტურად კატეგორიულად გამოირიცხა", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მაია ნიკოლეიშვილის ვერსიას არ ეთანხმება კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი. ის ფიქრობს, რომ დღეს ჩატარებულ ექსპერიმენტზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. კვირაზე მეტია, ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებს პროკურატურაში ეცნობა. ზურა კიწმარიშვილმა დღეს ამ მასალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი შესწავლის დასრულების შემდეგ გამოძიებას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

ზურაბ კიწმარიშვილი ხვალ აპირებს პროკურატურაში მისვლას. როდესაც საბოლოოდ გაეცნობა საქმის მასალებს, შემაჯამებელ განცახდებასაც ამის შემდეგ გააკეთებს.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ