ტოქსიკოლოგების საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას - ბოლო კვირაში მოწამლულთა რიცხვი გაიზარდა

ტოქსიკოლოგების საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას - ბოლო კვირაში მოწამლულთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო განახლება | ხარების მონასტერში სამი მონაზონი სოკოთი მოიწამლა

ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ ტყის სოკოს მიღებისგან. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ექსპერტმა-ტოქსიკოლოგმა ოთარ რუსაძემ განაცხადა, ბოლო კვირის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში სოკოთი ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა. ოთარ რუსაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ ბავშვებს არ აჭამონ სოკო. მისი თქმით, სოკო თუნდაც ტოქსიკური არ იყოს, ერთ-ერთი რთულად მოსანელებელი პროდუქტია. როგორც ოთარ რუსაძემ აღნიშნა, დიდი რაოდენობით არც სათბურში გამოყვანილი შამპინიონის მიღება არ შეიძლება.

ექსპერტ-ტოქსიკოლოგის ინფორმაციით, ზოგადად სოკოთი დანაყრება არ შეიძლება. იაშვილის კლინიკაში გუშინ სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დრომდე სოკოთი მოწამლული 3 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია