"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას და "პალიტრა TV"-ზე გამოქვეყნებულ სიუჟეტს, რომელიც ლაგოდეხელი ბაბუისა და შვილიშვილის სევდიან ამბავს მოგვითხრობდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან რეაგირება მოჰყვა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია სოფელ შრომაში ხელაშვილების ოჯახს ესტუმრა და პატარა თამუნას საჩუქრები მიუტანა. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი იტყობინება, თამუნა დღეიდან უკვე საბავშვო ბაღში ივლის და პაპასთან ერთად მასზე აღმზრდელები და მასწავლებლები იზრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ უკვე წლებია, 78 წლის ლაგოდეხელი თენგიზ ხელაშვილი მცირეწლოვან შვილიშვილს დამოუკიდებლად ზრდის. თამუნა (გოგონას სახელი შეცვლილია) ახლა 5 წლისაა. დიდი სახლის პატარა დიასახლისმა კარგად იცის, რომ თანატოლებისგან განსხვავებით, მასზე ყოველდღიურად, დედის ნაცვლად, ასაკოვანი პაპა ზრუნავს...