"სოლიდარობის ფონდმა" 22 ბავშვი 455 000 ლარით დააფინანსა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს.
"სასიხარულოა სოლიდარობის ფონდის წინსვლა და უაღრესად საპატივცემულო თითოეული ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი ამ კეთილ საქმეში.
დღეს ფონდმა საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად პრაქტიკულად გადაჭრა 21 წლის ჩათვლით ონკოლოგიურ პაციენტთა ფინანსური პრობლემა.
ერთობლივი ძალისხმევით იმედი მაქვს, რომ რამოდენიმე თვეში ფონდს მიეცემა საშუალება ბავშვთა სხვა დაავადებების კუთხითაც გაფართოვდეს, რომ კიდევ უფრო მეტი პატარისა და მათი ოჯახების თანადგომა შევძლოთ", - წერს თამაზაშვილი.