საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა, - ამის შესახებ კუდ-ის ყოფილი უფროსის მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"თბილისის ფორუმზე დიდი დისკუსია მიდის საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ დააკისრა 100 ათასი ევროს გადახდა, რაც არის მტკნარი სიცრუე!!! ხოლო ის 100 ათასი ევრო, რომელიც გირაოსთვის იყო შეტანილი, ათენის სასამართლომ დაუბრუნა შემომტანს უკან, ვინაიდან გირაოს პირობები დათა ახალაიას არ დაურღვევია და მთლიანი სასამართლო დავა დათა ახალაიას საქმეზე დამთავრდა! ასე, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია", - წერს ნადარეიშვილი.

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში მყოფი ახლობლებისგან შეიტყო, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა, დათა ახალაიას ექსტრადიციაზე.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ