დავით უსუფაშვილი ილიაუნში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა

დავით უსუფაშვილი ილიაუნში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, ერთხმად, საკანონდმებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს.

ამ მიმართულებით ცვლილებები საკუთრივ "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში და მთელ რიგ სხვა კანონებში შედის.

კენჭისყრის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარ "ილაუნში" მოხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

"პროექტს ჩვენ კენჭს ვუყრით იმ საზარელი ტრაგედიის ფონზე, რომელიც ილიას უნივერსიტეტში დატრიალდა. იქნებ ამ კანონებით შევეხმინოთ ამ უმძიმეს მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ კანონი ვერაფერს უშველის", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პროექტის მიხედვით, ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებული პირები დამატებითი უფლებებით ისარგებლებენ. საკანონმდებლო პაკეტით დაზარალებულთათვის უფლებებისა და დაცვის გარანტიების გაზრდა ხდება.

პროექტის თანახმად, მსხვერპლს ენიჭება უფლებამოსილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიმართოს, მიიღოს კონპენსაცია კანონით დადგენილი წესით, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით და ა.შ. ახალი კანონის პროექტის მიხედვით, მათ ეძლევათ უფლება დარჩნენ საკუთარ სახლში იმ შემთხვევაში, თუ მათ ასე ურჩევნიათ, მოძალადე კი, ვალდებული იქნება თავის საკუთრებაში მყოფი სახლი დატოვოს ასეთ სიტუაციაში.

გარდა ამისა, ცხელი ხაზის უფასო მომსახურეობა ერთ-ერთი ცვლილებათაგანია, რომელიც დაზარალებულებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა