უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის რამდენიმე უბანს 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო , გლდანის რაიონში, ქვესადგურში "ავშნიანი", 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალის I სამხედრო დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის და სარაჯიშვილის ქუჩების 2709 აბონენტს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის "ა" მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის 832 აბონენტს.

დიდგორის რაიონში, ქვესადგურში "კოჯორი", 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის 1321 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების 488 აბონენტს.

ქვესადგურში "საბურთალი-3", 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ივანე ბერიტაშვილის, ვაზისუბნის, კანდელაკის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, ლომონოსოვის, ლვოვის და ცხინვალის ქუჩების 1093 აბონენტს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების 664 აბონენტს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკელე მეორეს მოედნის, ყავლაშვილის, ერეკელე მეორეს, შავთელის, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის, სულთნიშნის, ავლევის, ნაკაშიძის, ვერცხლის, ანტონ კათალიკოსის, ვახტანგ ბერიძის, ვეკუას, ასათიანის, ბარათაშვილის, სანაპიროს ქუჩების, ივერის ჩიხის და რუსთავის გზატკეცილის 1537 აბონენტს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, გელათის, დუშეთის, არარატის, არმაზის, კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, წინანდლის და უბილავას ქუჩების 394 აბონენტს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II, IV კვარტლების და რომელაშვილის ქუჩის 1720 აბონენტს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, ჩანჩიბაძის, საბჭოს, მაზნიაშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების 687 აბონენტს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის და მიქელაძის ქუჩის 535 აბონენტს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების 263 აბონენტს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების და ცისკარიშვილის ქუჩის 760 აბონენტს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილს და ნაკადულის ქუჩის 1525 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია