მშიერ ბიჭუნას დედ-მამა აიძულებდა ეყურებინა, როგორ ვახშმობდნენ თვითონ - სისასტიკე "სამაგალითო" ოჯახებში

მშიერ ბიჭუნას დედ-მამა აიძულებდა ეყურებინა, როგორ ვახშმობდნენ თვითონ - სისასტიკე "სამაგალითო" ოჯახებში

სოციალურ სამსახურში თავისი ფეხით მივიდა. გაუბედავად მოძრაობდა, დაჯდომა დიდხანს ვერ მოეფიქრებინა. ვერც ხელებს უხერხებდა რამეს, მოყოლაც გაუბედავად დაიწყო. ისე ჩუმად ლაპარაკობდა, სოციალურმა მუშაკმა სთხოვა, ცოტა ხმას აუწიეო.

- მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი, - შესთავაზა ფსიქოლოგმა - რა გქვია?

- დიმიტრი.

- რამდენი წლის ხარ?

- თოთხმეტის.

გარეგნულად ამდენს ვერ მისცემდი. პატარა და სიფრიფანა ბიჭი იყო, ტანსაცმელი გამხდარ სხეულზე სასაცილოდ ეკიდა.

- აბა, რისი კითხვა გინდოდა?

- როგორ მოვიქცე, რომ დედამ სახლში შემიშვას?

- დედა სახლში არ გიშვებს?

- კი. თუმცა როცა მაგვიანდება...

და დიმიტრიმ დაწვრილებით უამბო ფსიქოლოგს, თუ როგორ უკეტავდა დედა სახლის კარს, თუნდაც ერთი წუთი თუ გადააცილებდა დათქმულ დროს. ის კარს უკან იდგა და ეუბნებოდა, იქ წადი, საიდანაც მოდიხარო.

- ხშირად იგვიანებ სახლში?

- არც ისე, მაგრამ თუ საათმა აურია...

- რომელ საათზე უნდა იყო სახლში?

- საღამოს ცხრაზე. თუ ცხრა საათსა და ერთ წუთზე მივედი, აღარ შემიშვებს. გასაღებს არ მაძლევენ, რომ მეგობრები არ მივიყვანო.

- ბევრჯერ მიგიყვანია მეგობრები?

- არც ერთხელ. დედა სულ სახლშია, ამიტომ არ მიმყავს არავინ. დედა ცუდადაა, ავადმყოფობს.

...ფსიქოლოგი ბიჭს ათვალიერებს. ვერ იტყვი, რომ უპატრონოა. პირიქით, საკმაოდ მოვლილი ბავშვია. სუფთად და აკურატულად გამოიყურება, ნორმალურად აცვია, მაგრამ ისე დაფეთებული იყურება და არაბუნებრივად ჩუმად ლაპარაკობს, რომ ცხადია, რაღაც რიგზე ვერ არის.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია