სოფო, სალომე, თეა, მაკა... კიდევ რომელ დედას დაუობლებენ შვილს მამები?

სოფო, სალომე, თეა, მაკა... კიდევ რომელ დედას დაუობლებენ შვილს მამები?

სოფო, სალომე, თეა, მაკა... ეს სია, სამწუხაროდ, შორს წაგვიყვანს და თუ ასე გაგრძელდა, მას შემდეგი "წევრებიც" შეემატებიან. თბილისში მომხდარ მორიგ შემზარავ მკვლელობას - კვლავაც ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობას, მორიგი პატარის დაობლებას და მისი მომავალი ცხოვრების სამუდამოდ დამახინჯებას, სავსებით გასაგებად მოჰყვა უამრავი ადამიანის პროტესტი. ყველაზე მეტად, რასაკვირველია, ქალებმა გააპროტესტეს ეს უკვე მასობრივად ქცეული სენი. ჩვენ ანალიზსა და ძიებას არ ვაპირებთ, არც ექსკლუზიურ ფოტორეპორტაჟსა თუ ინტერვიუს გპირდებით... უბრალოდ გთავაზობთ რამდენიმე პოსტს, კომენტარს, ამოძახილს, რომლებიც სოციალურ ქსელში ცნობილმა თუ უცნობმა ქართველმა ქალებმა, ქართველმა დედებმა გაავრცელეს:

"სანამ თითოეული ქმარი (კაცი), რომელიც თუნდაც ერთ თმის ღერს ჩამოუგდებს ცოლს (ქალს) თავიდან, სათანადოდ და სამაგალითოდ არ დაისჯება კანონის ძალით, მანამდე ასე ვიქნებით. დაახლოებით იმ კონდიციაში ვართ ახლა, მოღალატეებს თავებს რომ აჭრიდნენ და ღობეებზე გამოკიდებდნენ ხოლმე, რომ სხვებს დაკარგვოდათ ღალატის სურვილი. აი ასეთი რამე თუ გადაგვარჩენს".

"მე მყავს ერთი გოგო. მარიტა. მე გავაჩინე ერთი შვილი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია