უიღბლო მებრძოლი ქალის ჯვრისწერა სიკვდილის შემდეგ

უიღბლო მებრძოლი ქალის ჯვრისწერა სიკვდილის შემდეგ

გაგიმხელთ, ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა სტატიისთვის შესავლის გაკეთება მიჭირს. რამდენჯერმე დავწერე და წავშალე...

ჯერ მინდოდა, 40 წლის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის უბედობა იღბლისთვის გადამებრალებინა...

შემდეგ გადავწყვიტე, მისი დედისთვის და შვილებისთვის ნუგეში მეთქვა...

მესამე ვარიანტი - ავღანეთში მისი გმირობის ამბავი იყო და სწორედ ამით მინდოდა დაწყება...

კიდევ ერთი, ბოლო მცდელობა კი ის გახლდათ, რომ მინდოდა, სტატია მისი უიღბლო სიყვარულის მოყოლით დამეწყო... როგორ დაიწერა ჯვარი ბერძენმა დიმიტრიმ უგონოდ მყოფ ჯულიეტა ბენიძეზე, რომელიც რეანიმაციაში, აპარატზე შეერთებული, სიკვდილს ებრძოდა... არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, არც კი ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია... ალბათ მაინც ის, რომ თაღლითის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალი სხვისი ვალების გადასახდელად ათენში გაემგზავრა და იქ ტრაგიკულად დაიღუპა - ფანჯრიდან გადმოვარდა, ოჯახს კი იმის საშუალებაც არ ჰქონდა, შვილი სახლში დაესვენებინა. ისინი სამძიმარს ფაქტობრივად, კორპუსის ეზოში იღებდნენ და ჯულიეტაც იქიდან გაასვენეს. მისი შვილი - გიორგი კი დაუტირებელი დედის შესახებ ბებიის მონათხრობს ციხის კედლებში წაიკითხავს.

ბაგებში, ყოფილ სტუდქალაქში ფაქტობრივად, ბრმად მივედი, რადგან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჯულიეტა ბენიძე იქ რომელიღაც კორპუსში ცხოვრობდა. პირველივე კორპუსთან გავჩერდი და მაღაზიაში შევედი. გამყიდველ ქალბატონს ვთხოვე, დამხმარებოდა ბენიძეების ოჯახის მოძებნაში. ტელეფონით ქალბატონ რუსუდანს დაუკავშირდა და ჩემდა გასაოცრად, ზუსტად ერთ წუთში ასაკოვანი, შავებში ჩაცმული ქალბატონიც გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მასპინძელი მაღაზიის გვერდით, ნულ სართულზე, თავისსავე აშენებულ მოცუცქნულ ოთახში ცხოვრობს. კორპუსი მაღალ ბოძებზე დგას და სწორედ ამ ბოძების ქვეშ აქვს ამოშენებული 8 კვადრატული მეტრი ფართი, რომელსაც წინა ხელისუფლება ართმევდა. ოთახის შესასვლელი კი იმდენად ვიწროა, რომ კუბო არ შეეტია. ჭირისუფალმა იქვე, შესასვლელთან სახელდახელოდ გაჭიმა თოკები და ლურჯი ფერის "ბრეზენტით" შემოღობა, სადაც მიცვალებული დაასვენეს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია