ყაზბეგის ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურაში ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს

ყაზბეგის ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურაში ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #ტრაგედია ყაზბეგზე

ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქის პროკურატურაში დაკითხვები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურაში იმყოფებიან ბიძინა მურადაშვილის შვილები და მეუღლე. ამასთან, პროკურატურაში იკითხებიან პატრულის თანამშრომლები და ინციდენტის ადგილას მყოფი სხვა პირები.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის პროკურატურა მომხდარზე გამოძიებას მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია