პრემიერის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ინციდენტის დეტალები

პრემიერის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ინციდენტის დეტალები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. აქციის მახლობლად რამდენიმე პირმა გაიარა, რომლებმაც ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის დაკავებულია ერთი ქალბატონი და ადვოკატი რომეო საჯაია.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებდნენ, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს. ისინი პრემიერის სახლთან სკანდირებდნენ "საქართველო ჰაკიმ ფაშას გარეშე". ასევე, თან აქვთ პლაკატები, ლოზუნგით "ჩაეხსენი სასამართლოს", "ჰაკიმ ფაშა, შენ ხარ სენი, დაგვეხსენი", "ჩვენ გვასამართლებენ მკვლელები, ყაჩაღები, კრიმინალები" და სხვ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად მოსეშვილის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გაემართნენ ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ. გზაზე მათ პატრულის თანამშრომლები შეხვდნენ, რომლებმაც ურჩიეს, ავტომანქანების სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ, ვინაიდან მოძრაობას ხელს უშლიდნენ.

დაგაინტერესებთ|

-თამარ ჩერგოლეიშვილი მთავრობას მიმართავს დაკავებულები გაათავისუფლონ

-ადვოკატები პრემიერის სახლთან დაკავებულებთა შესახვედრად შსს-ს შენობაში შეუშვეს

ფოტორეპორტაჟი: აქცია ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან

იხილეთ ვიდეო: "დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ