აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს

აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს. "თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს "მოსამართლე" ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ: ვისაც გინა ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ! ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!" , - აღნიშნულია აკაკი მინაშვილის განცხადებაში.

დეპუტატი თბილისის საქალაქო სასამართლოს ურჩევს, ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გააკეთოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გაეკეთებინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და მუქარაზე ბატონი ბესიკის მიმართ და ბოლოს შეგახსენებთ, "არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს", - აღნიშნულია აკაკი მინაშვილის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დღეს, ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. ასევე სოციალურ ქსელში კანონმდებლის გამონათქვამები გასცდა ეთიკის საზღვრებს. სასამართლო ხელისუფლებამ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისგან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა