ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე პროკურატურამ დაკითხა

ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე პროკურატურამ დაკითხა

"რეპორტიორების" საქმესთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურაში ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე დაიკითხა.

როგორც "ინტრეპრენიუსს" დაკითხვიდან გამოსულმა ნათია გედენიძემ განუცხადა, ის დაკითხვაზე მოწმის სახით იყო დაბარებული.

"დაკითხვა 5 საათს გრძელდებოდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნა ნათია გედენიძემ.

"რეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს, ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაიკითხება.

ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წელს, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ აღიარებითი ჩვენებები მისცეს, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. მათ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. მას შემდეგ, რაც ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე დააკავეს, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ნასამართლობა ფოტორეპორტიორებს გასულ წელს მოეხსნათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ