ბოლო პერიოდში შენიშნავდით აქტიურ, აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც მიმართულია ქართული ეკლესიის დაკნინებისკენ, რაც თითქოს ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა:
თითქოს "ახალი ქართველების" დიდი ნაწილი ჩასაფრებული ვართ და ბედნიერად ვავრცელებთ მთვრალი, ჯიპიანი მამაოების, ან მათი ბილწსიტყვაობის ვიდეოებს;
ვიგონებთ ხატებზე უნიჭო პაროდიებს/ხუმრობებს და ვტოვებთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს;
ყველაზე უარესი – მოვიხსენიებთ ბილწსიტყვაობით პატრიარქს და ერთგვარ სიცხვილადაც მიგვაჩნია მისი პატივისცემა…
საერთო ჯამში, ვგმობთ "ფანატიკოს მართლმადიდებლებს", მათ მიერ გამოთქმულ დოგმებს, რომლებსაც ბევრ რამეში შეიძლება მეც არ ვეთანხმებოდე, "ტაბურეტკამომარჯვებული მღვდლებით" დაწყებული და "ქალის ქმრისადმი მონური მორჩილებით" დამთავრებული, არც ეკლესიაში ხშირად სიარულით გამოვირჩევი და მარხვასაც არ ვიცავ – მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის სარკაზმის საბაბი უნდა გახდეს ვინმეს სარწმუნოება.
თანამედროვეობა არ გამოიხატება ათეიზმში, ეს არის უბრალო რწმენის თავისუფლება და ეს თავისუფლება ავტომატურად ნიშნავს სხვების რელიგიური მრწამსის პატივისცემას, მით უმეტეს, როცა ანალოგიურად მცხოვრები მართლმადიდებლები შეიძლება იყვნენ თქვენს ოჯახებში, თქვენი მეგობრების ოჯახებში – ჩვენი მშობლები, ნათესავები, მეგობრები და ა.შ.
და მაინც, საიდან მოდის ეს აგრესია?
გაგრძელება