''ბეწვი მოდაშია, მაგრამ ნაკლებად აქტუალურია''

''ბეწვი მოდაშია, მაგრამ ნაკლებად აქტუალურია''

22 წლის მაკა ციცხვაიამ სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა, ფეხსაცმლის დიზაინერია, მაგრამ ტანსაცმელზეც მუშაობს. 2013 წელს სამხატვრო აკადემიისა და თეატრალური უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში - Paper Art მონაწილეობდა. დამწყებ დიზაინერთა კონკურსში მონაწილეობასაც გეგმავს. ამჟამად კერძო შეკვეთებზე მუშაობს. მაკას მოდის თანამედროვე ტენდენციებზე ვესაუბრეთ.

- თანამედროვე მოდის ინდუსტრია 60-იანი წლების გავლენას განიცდის. აქცენტი წელზე კეთდება. აქტუალურია როგორც გრძელი, ასევე მინი და მიდი სიგრძის ტანზე მომდგარი ან თავისუფალი კაბები, ''ფენსილ'' ქვედაბოლოები, კლასიკურისა და სპორტული სტილის შეხამება. ფაქტურული თვალსაზრისით მოდაშია როგორც რბილი, ასევე უხეში ფაქტურა, პრინტი, ნაქსოვი.

- ლაბადა, პიჯაკი, ქურთუკი, პალტო - რას და როგორს მივანიჭოთ უპირატესობა?

- შეგიძლიათ, უპირატესობა უსაყელო, მინიმალისტური სტილის პიჯაკს მიანიჭოთ, ასევე გრძელ, მასიურ, მამაკაცური ტიპის ქურთუკს, ან ტანზე მომდგარ, ასევე გრძელ ქურთუკს. ბეწვი მოდაშია, მაგრამ ნაკლებად აქტუალურია.

- ქუდებისა და შარფების თვალსაზრისით იკვეთება რაიმე კონკრეტული ტენდენცია?

- ძალიან პოპულარულია როგორც ნაქსოვი, ასევე თხელი შარფები, გაფორმებული დიდი და სხვადასხვა ორნამენტით. ქუდების თვალსაზრისით კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასიმეტრიული, ნაქსოვი, მოცულობითი კეპები ან ბერეტები.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია