წალკაში ორი დღეა გადაუღებლად თოვს

წალკაში ორი დღეა გადაუღებლად თოვს

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თოვს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ განაცხადა, თოვა წუხელ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, ტემპერატურა კი - 2 გრადუსია. მისივე განცხადებით, წელს ძალიან ადრე დაზამთრდა და მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაში გარკვეული პრობლემებია.

"გამოწერილი ბილეთებით წალკელებმა შეშა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დუმანისის ტყიდან უნდა მოიმარაგონ, მაგრამ ტყეში ადგილობრივი მოსახლეობა არ უშვებს, არადა შეშის ბილეთს ერთთვიანი ვადა აქვს. ჩვენ თხოვნით მივმართეთ სატყეო დეპარტამენტს, ნება დართოს წალკის მოსახლეობას შეშა ბედიანის და დაბა ხრამჰესის ტყეებიდან მოიმარაგოს. ყოველ დღე უამრავი უკმაყოფილო ადამიანი გვაკითხავს გამგეობას და ითხოვს შეშის მომარაგების ნორმალურად უზრუნველყოფას," - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია