ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვლდიმერ ბერძენიშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მან გირაოს სახით 15 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
ვლადიმერ ბერძენიშვილს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძიების ინფორმაციით, ბერძენიშვილი, 2 სექტემბერს მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძესთან ერთად ლაშა მახარაძის მკვლელობისას ადგილას იმყოფებოდა.