თბილისში, დღის განმავლობაში რამდენი მგზავრი ჰყავს ავტობუსს, მეტროს, "მარშრუტკასა" და ტაქსის (+ინფოგრაფიკა)

თბილისში, დღის განმავლობაში რამდენი მგზავრი ჰყავს ავტობუსს, მეტროს, "მარშრუტკასა" და ტაქსის (+ინფოგრაფიკა)

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქში ავტობუსით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა ერთი დღის განმავლობაში საშუალოდ, 401 000-ს შეადგენს.

დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტთა შორის პოპულარობით სარგებლობს მეტროც, თუმცა, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოწოდებულ მაჩვენებლებში ჩანს, მისი პოპულარობა ავტობუსზე მოთხოვნას ვერ უტოლდება. არსებული მონაცემებით, თბილისის მეტროს ერთი დღის განმავლობაში საშუალოდ, 330 000 მგზავრი ჰყავს.

თბილისში მოქმედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორის უდავოდ მოთხოვნადია მიკროავტობუსიც, ე.წ. "მარშრუტკები", რომლითაც ერთი დღის განმავლობაში საშუალოდ, 350 000 მგზავრი გადაადგილდება.

რაც შეეხება საბაგიროს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მისით ერთი დღის განმავლობაში, საშუალოდ, 2 400 მგზავრი სარგებლობს.

ასეთია ოფიციალური მონაცემები, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მოგვაწოდა. რაც შეეხება დედაქალაქში კიდევ ერთ პოპულარულ და მოთხოვნად ტრანსპორტს, ტაქსს, მისით მოსარგებლე მგზავრების მხოლოდ არაოფიციალური მონაცემები არსებობს, ვინაიდან ტრანსპორტის ეს საშუალება არ ექვემდებარება დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურს. თუმცა, კერძო ტაქსების კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისში, ერთი დღის განმავლობაში ტაქსით მოსარგებლე მგზავრთა რიცხვი დაახლოებით 150 000-ს შეადგენს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომელშიც მკითხველს ინფოგრაფიკის ხილვაც შეუძლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია