რატომ არის საკვებად საშიში დიდი ზომის ხმალთევზა და სკუმბრია

რატომ არის საკვებად საშიში დიდი ზომის ხმალთევზა და სკუმბრია

ზღვის პროდუქტები რომ სასარგებლოა, ყველამ იცის, მაგრამ ორგანიზმისთვის მავნე და საშიშ ნივთიერებებსაც რომ შეიცავს, ამაზე თითქმის არსად იწერება , ამიტომ ბოლო ხანს სპეციალისტები ხშირად სვამენ კითხვებს მათი მავნეობისა და მარგებლობის შესახებ. თავად თევზები უცოდველნი არიან; სხვა საქმეა მათი საცხოვრებელი ადგილი. დღეს ბუნება და სასიცოცხლო არეალი იმდენად დაბინძურებულია, რომ იქ მცხოვრები სახეობები შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათონიც კი გახდნენ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში თევზი საკუთარ ორგანიზმში ვარცხლისწყალთან ერთად დარიშხანს და სხვა მძიმე ლითონებსაც "აგროვებს". ეს ნივთიერებები არ სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, უფრო მეტიც - ისინი ჩვენთვის საშიშია! ამიტომ შერჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მომცრო ზომის თევზებს - მათში მავნე ნივთიერებაც ნაკლები იქნება. გარდა ამისა, უმი თევზი მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნება. უმად მისი დიდხანს დატოვება დაუშვებელია, რადგან თევზის პარაზიტები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან. უმი დელიკატესები საკვებად დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, ხამანწკები. ისინი შეიძლება დასნებოვნებულნი იყვნენ ქოლერის ვიბრიონის მსგავსი ჩხირებით. ამ დროს მოწამვლის შედეგები ხანგრძლივი და მძიმეა. უსაფრთხოა ახალდაჭერილი ხამანწკები.

ცნობილია, რომ ექიმები დიდხანს ურჩევდნენ ორსულებს, დიდი სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ ზღვის თევზებისა და კიბოსნაირების (კრევეტები, ომარები, ხამანწკები და სხვა) მრავალ სახეობას, რადგან მათი ორგანიზმი შეიცავს ვერცხლისწყალს, მომავალი დედის ორგანიზმში ამ ელემენტის დაგროვებამ კი შესაძლოა ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარების დარღვევა გამოიწვიოს. თუმცა ვერცხლისწყლის საშიშ კონცენტრაციას მხოლოდ ზოგიერთი სახეობის თევზი შეიცავს. რაციონიდან გამორიცხეთ დიდი ზომის ხმალთევზა, სკუმბრია და ზვიგენი. რაც შეეხება დანარჩენებს, დაიხსომეთ, რაც უფრო დიდი და ხნოვანია თევზი, მით უფრო მეტია მასში მავნე ნივთიერება. როგორც ყოველთვის, ზომიერება ამ დროსაც საჭიროა. ყველაზე უკეთესია, კვირაში სამი-ოთხი დღე დაუთმოთ თევზეულს. არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა სჯობს, უპირატესობა ახალდაჭერილ და შედარებით მომცრო ზომის თევზებს მიანიჭოთ.

გაიგეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია