"რადიო პალიტრამ" გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა

"რადიო პალიტრამ" გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა

"რადიო პალიტრამ" (შპს "რადიო ცენტრი პლუსი") დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსი გაიმართა.

103.9 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს "რადიო ცენტრი პლუსი" (რადიო პალიტრა) გახდა.

ასევე კიდევ ერთი ლიცენზია გაიცა. კერძოდ, თბილისში 104.7 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს "კომპანია მედიასტრიმი" გახდა. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა კონკურსში დაბა გუდაურში და 104,7 მგჰ სიხშირეზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელიც გახდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიმაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია