"ბავშვს 25-სანტიმეტრიანი ჭუჭყიანი მოსაჭრელი ჭიპლარი ჰქონდა დარჩენილი" - ქუთაისში სადარბაზოში დაგდებული პატარას სულისშემძვრელი ამბავი

"ბავშვს 25-სანტიმეტრიანი ჭუჭყიანი მოსაჭრელი ჭიპლარი ჰქონდა დარჩენილი" - ქუთაისში სადარბაზოში დაგდებული პატარას სულისშემძვრელი ამბავი

რატომ აგდებენ დედები შვილებს? ამ კითხვაზე ისე როგორც სხვა ჩვეულებრივი დედები, ვერც ქუთაისელი მანანა იობიძე გასცემს პასუხს, მაგრამ როცა ღამის 11 საათზე უცნობმა კაცმა კარზე დაუკაკუნა, - თქვენი ბინის კართან ცელოფანში დაგდებული არსება წკმუტუნებსო, ქალი კინაღამ კარშივე ჩაიკეცა, - ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ სიბნელეში ვერაფერი გაარჩია და ეგონა, რომ კართან ვიღაცამ უპატრონო ლეკვი დააგდო; მაგრამ როცა მამაკაცმა შავ ცელოფანში გახვეული არსება ხელში აიყვანა და სახეზე დახედა, რომ არ წაქცეულიყო, კარის დირეს ჩამოეკიდა. თუმცა გონს მალევე მოვიდა, ძონძებში გახვეული პატარა შინ შეიყვანა. ამის შემდეგ რაც მისმა გაოგნებულმა ოჯახმა გააკეთა, პირველ რიგში, პოლიციასთან დარეკვა და პატარას ძუძუთი დაპურება იყო, - როგორც ჩანს, მან, ვინც ჩვილი პირველ სართულზე მანანა იობიძის კართან მიაგდო, იცოდა, რომ ამ ოჯახშიც პატარაც ჰყავდათ, ძუძუთი კვებავდნენ და შესაბამისად, კართან ნაპოვნ ჩვილსაც გამოკვებავდნენ. ამის მიუხედავად მან ბავშვი სასიკვდილოდ გაწირა, - საშინელ სიცივეში პირდაპირ სადარბაზოში დაგდებული ჭუჭყიან ჩვრებში გახვეული და ჭუჭყიან ცელოფნის პარკში ჩასმულ ჩვილს სასიცოცხლო ძალები გამოცლილი ჰქონდა, - ვეღარც ჭამდა და ვეღარც ტიროდა. ის პატრულის დროზე მოსვლამ და სავადმყოფოში გადაყვანამ იხსნა.

თინათინ ტყეშელაშვილი, ქუთაისში ნაპოვნი პატარის მკურნალი ექიმი:

- სანამ იმ მდგომარეობამდე მივიყვანდით, როდესაც გვეცოდინებოდა რომ იცოცხლებდა, საავადმყოფოს მედპერსონალს ჩვენი დაგვემართა, - ბავშვს 25-სანტიმეტრიანი ჭუჭყიანი მოსაჭრელი ჭიპლარი ჰქონდა დარჩენილი, ამ ჭიპლარს შეიძლებოდა მოეკლა, სისხლისაგან დაცლილიყო. თანაც ამ სიცივეში ერთადერთი რეიტუზი ეცვა და ისიც დიდი ბავშვისა, ზემოთ კი ისეც თხელ ჭუჭყიან ჩვრებში იყო გახვეული, მხოლოდ მათ შეხედვა გაგხდიდა ცუდად. პლუს ასე შეხვეული "ცელოფანში" იყო ჩადებული და პირდაპირ სადარბაზოში დაგდებული... ასე გადაგდებულ პატარას უდიდესი სასიცოცხლო ძალა აღმოაჩნდა, საავადმყოფოში ყოფნის დღე-ნახევრის შემდეგ ბავშვი უკვე 30 გრამ საჭმელს ჭამს. ამდენს

ახალდაბადებული ალბათ ვერ შეჭამდა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბავშვი დღე-ნახევრის დაბადებული მაინც იყო, როცა სადარბაზოში დააგდეს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია