ირაკლი ალასანიას მოადგილე მოწმის სტატუსით დაიკითხება

ირაკლი ალასანიას მოადგილე მოწმის სტატუსით დაიკითხება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი 3 ნოემბერს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხება. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა