ეს ისტორია სევდიანი ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ, თუმცა ბედნიერი დასასრულით. ჯონი ჰიკი და მისი ოთხფეხა მეგობარი ქზინა ერთმანეთს 2012 წლის ნოემბერში შეხვდნენ. ორივეს განსაკუთრებული ისტორია აქვს: 4 თვის ტერიერი ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან, ხოლო ჯონის აუტიზმი აქვს - მას არ სურდა ადამიანებთან ურთიერთობა, რის გამოც თითქმის მთლიანად იზოლირებული იყო გარესამყაროსგან. ქზინამ ბიჭუნას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა - ძაღლი, რომელიც მიტოვებული და შიმშილისგან დაუძლურებული იპოვეს, ჯონის საუკეთესო მეგობარი გახდა.
"მებრძოლი ძაღლი", როგორც მას თავშესაფარში უწოდეს, 8 წლის ბიჭუნას დედამ გააცნო. ლინდა იხსენებს, რომ ჩაკეტილი და მორცხვი ჯონი ქზინას დანახვისთანავე გამოცოცხლდა და მასთან თამაში დაიწყო. "ჩემი შვილი რვა წლისაა და ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა, ის უმღერის ქზინას, ეფერება და ზრუნავს მასზე. ეს ძაღლი ღმერთის საჩუქარია" - ამბობს ლინდა.