52 წლის მამაკაცი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და ცემით მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ემზარ ეთერია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, სოფელ თაგილონიდან 4 დღის წინ გაიტაცეს და ოჯახისგან 9 000 ლარის სახით, გამოსასყიდს ითხოვდნენ. თანხის გადახდის შემდეგ კი, ის სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში სახლთან დატოვეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მას სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.