დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი მოქალაქე - ვლადიმერ ჩხიკვაძე, გაგა ჩხიკვაძე, შალვა ჩხიკვაძე, თეონა კილაძე და მაკა ტყაბლაძე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კომპიუტერული ტექნიკით, სკანერით, საღებავებითა და სხვა საშუალებებით ახდენდნენ დიდი ოდენობით ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას, რასაც შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქში არსებულ სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ.

ბრალდებულებს დაკავების მომენტში თან ჰქონდათ ყალბი 100 ლარიანი კუპიურები. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფული მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან. გამოძიების მიერ ასევე ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება.

დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ