"პალიტრა L"-ი საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაციას გამართავს

 "პალიტრა L"-ი საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაციას გამართავს

სიმონ ჯანაშიას სახელობის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დღეს საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი "გამომცემლობა პალიტრა L" - მა გამოსცა. პროექტის ხელმძღვანელია ჯაბა სამუშია. პროექტს პარტნიორობას უწევს საქართველოს ეროვნული მუზეუმი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; საქართველოს ეროვნული არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცეტრი.

როგორც "პალიტრა L"-ში აცხადებენ, საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ჰყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გაიყიდება.

"სერია ყველა ასაკის ადამიანისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო თუ საერო, საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვ. ყოველი აღწერილი ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატი, ფოტო და ფრესკა დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს წიგნებს. წიგნების ამ სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგების თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი 3 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და შრომობს დღესაც", - აცხადებენ "პალიტრა L -ში".

პირველი წიგნი - ”მეფე თამარი” სპეციალურ ფასად, 7 ლარად დღეიდან უკვე იყიდება, გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად ფასი 8 ლარია.

წიგნის პრეზენტაცია დღეს, 19.00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია