4-5 ნოემბერს ყინვაა მოსალოდნელი - ამინდის ვრცელი პროგნოზი

 4-5 ნოემბერს ყინვაა მოსალოდნელი - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველოში, 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, ამ მომენტისთვის თოვს მთაში, ასევე გორსა და ხაშურში.

მისივე თქმით, დასავალეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს და ხვალ ნალექი კვლავ შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.

4-5 ნოემბერს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში -5 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -2 გრადუსი.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 6 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და თანდათან დათბება. 5-6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 18 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში - 15-16 გრადუსი. შემდგომ უნალექო ამინდები 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი 20 გრადუსამდე.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია