კომპანია S-CAD Group ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პროფესიონალი კადრების მომზადებას აგრძელებს

კომპანია S-CAD Group ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პროფესიონალი კადრების მომზადებას აგრძელებს

კომპანია S-CAD Group -მა სასტუმრო  "ძველ თბილისში"  კომპანიის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.  მოეწყო იმ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ჩატარდა სოციალური სააგენტოს თაოსნობით. ამ პროექტის ფარგლებში კომპანიაში დასაქმდა ათობით ადამიანი.

კომპანია S-CAD Group  საქართველოში 2010 წლიდან დაარსდა, რომელსაც ქართველი ემიგრანტი, ამერიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ ცინაძე ხელმძღვანელობს. კომპანიის ბაზაზე არსებულ სასწავლო-საკვალიფიკაციო ცენტრში ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, დაეუფლოს ახალ პროფესიას და დასაქმდეს.

პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს მიხეილ ცინაძემ კომპანიის შექმნის ისტორია გააცნო. დააჯილდოვა საუკეთესო თანამშრომლები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. " S-CAD Group გეორგია" მუშაობს ამერიკულ შეკვეთებზე, ამერიკული მენეჯმენტით და უნიკალური პროგრამით, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურული და მანქანათმშენებელი ფირმების საქმიანობისთვის.

S-CAD Group ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პროფესიონალი კადრების მომზადებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წამომადგენელები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია