საქართველოში 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი

საქართველოში 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი

საქართველოში, 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ , ნინო წვერავამ განუცხადა, დასავალეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ნალექი კვლავ შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.

4-5 ნოემბერს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში -5 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -2 გრადუსი.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 6 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და თანდათან დათბება. 5-6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 18 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში - 15-16 გრადუსი. შემდგომ უნალექო ამინდები 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი 20 გრადუსამდე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია