ნიკა რურუა ლალი ბადურაშვილს "ქათამს" უწოდებს

ნიკა რურუა ლალი ბადურაშვილს "ქათამს" უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მსახიობ ლალი ბადურაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბარში გააკეთა.

"ხანდახან მინდა მქონდეს ამნეზია... არა არ მინდა, სხვებს აქვთ", - დაწერა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის პოსტს ორი სიტყვით გამოეხმაურა კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა.

"ქათამი ნამდვილი", - დაწერა რურუამ.

მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

"სააკაშვილი მოუშორებელ ჭირად გვექცა, როგორც კი ეს ავანტიურისტი ტელევიზორში ჩნდება, კანკალი მეწყება. აღარ შეგვიძლია. წადით ხალხო თავი დაგვანებეთ, ნუ შეგვჭამეთ, იქნებ კარგიც კია, რომ ალაპარაკებენ, იქნებ კიდევ უფრო გაღიზიანდეს მოსახლეობა და ამათი ბუნდღა აღარ დატოვოს.

ლადო ბედუკაძის საქციელი, რომელმაც ციხის კადრები სააშკარაოზე გამოიტანა გმირობის ტოლფასია, ნიღაბი ჩამოგლიჯა ამ ნაძირლებს.

სააკაშვილი აქ ვერ დაბრუნდება, შევაკვდები და არ შემოვუშვებ, მე ლალი ბადურაშვილი, დავრაზმავ ჩემს ჯერ კიდევ ცოცხალ, ასაკოვან ქალბატონებს და განგაშის ზარებს დავარისხებთ.

მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია. ხმამაღლა ვაცხადებ, თუ ქვეყნის გადარჩენას სჭირდება, იმოქმედოს სააკაშვილისავე მეთოდებით და მიახვრიტოს ის, ვინც მისახვრეტია!"

ბადურაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართავს: "რა ვქნა, მზია, მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ - ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებს მიმართავს