ავტორი:

ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"

ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"

3 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა - იმ ექვს სპორტსმენს, რომლებმაც 2019 წელს ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის მედლები მოუტანეს ქვეყანას.

ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძეს, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიასა და მოჭიდავე ლაშა გობაძეს გახარიამ სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.

ფოტო, რომელზეც პრემიერი სპორტსმენებთან ერთად არის აღბეჭდილი, საქართველოს მთავრობის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა და ინტერნეტმომხმარებლების ნაწილში გაღიზიანება მოჰყვა.

"რაო ბიჭებო, გახარიამ არჩევნები მოდისო?";

"მოახლოვდა არჩევნები და დაიწყეს კარდაკარ წანწალი";

"ტალახაძე ბავშვია, სახელმწიფო ბევრ რამეს უკეთებს და როგორც ქართველი სპორტსმენების 99%-ს, არც მას არ გააჩნია კრიტიკულად აზროვნების უნარი" - დაწერეს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლებმა.

განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტმა, "სირცხვილიას" წევრმა ზუკა ბერძენიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "უზნეო" უწოდა:

"ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს...

მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე, ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მაგრამ რა უნდა შესთავაზონ, რომ გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული?

კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს ქვეშ ნათია ლეთოდიანის მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ: კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!" - დაწერა ბერძენიშვილმა.

ოპოზიციონერი აქტივისტის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების და სპორტსმენის მხარდამჭერებისგან. ზოგიერთმა ახალგაზრდა აქტივიტს მამის, დავით ბერძენიშვილის პოლიტიკური წარსულიც გაუხსენა:

"უკაცრავად, თქვენ რა დამსახურება გაქვთ ქვეყნის და ერის წინაშე, გარდა იმისა, რომ მსოფლიო სიამაყეს ლანძღავთ? ლაშა არის საქართველოს ელჩი მსოფლიოში, ყველგან სადაც ის ყოფილა, ჩვენი ჰიმნი აჟღერებულა სიამაყით!!!"

"ზუკა, აბა ჩაანალიზე რა დაწერე... ბიჭო, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ყველა რო გძულთ და გეზიზღებათ, ეგაა თქვენი პრობლემა. სპორტსმენს რო სახელისუფლებო პირთან ფოტოს გამო გააკრიტიკებ, თან რა სპორტსმენს და როგორ წარმატებულს. სირცხვილია"

"ეგ მამაშენზე დაწერე და ბიძაშენზე, ხელის ჩამომრთმევი ნაცების და შენს გარდა რომ აღარ ჰყავთ ქალაქში. რა გიკეთებია ცხოვრებაში, ტალახაძის ფრჩხილად ღირხარ?"

"მართლა არ მეგონა ამხელა ბოღმას თუ ატარებდი ახალგაზრდა ბიჭი... ხაზგასმული უინტელექტობა და სრულიად უადგილო სიძულვილია ტექსტში. დაფიქრდი ან იკითხე, ვიცი ღირსეული მეგობრები გყავს და აგიხსნიან იმას, რაც აშკარად ძალიან უცხოა შენთვის"

მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა ძალოსანმა ტალახაძემ და საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა:

"ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურებიო. მინდა, მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არაჯანსაღი კრიტიკით“ - დაწერა ტალახაძემ.

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია