დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''

დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''

ალბათ, რთულია გაუგო ქალს, რომელსაც საკმაოდ ბევრი ცოდვა მიუძღვის რძლის წინაშე, მაგრამ დღეს ქალბატონი ამალია გულწრფელად ნანობს, რომ სხვისი შვილი უბედურებისთვის გაწირა და ახლა საკუთარი ეღუპება.

- ჩემი ერთადერთი ბიჭის დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. 35 წლის გახლდით, მეუღლე რომ დამეღუპა და მამუკა მარტომ გავზარდე. დედა-შვილიც ვიყავით, მეგობრებიც და რა ვიცი, მასზე ერთგული ადამიანი არავინ მყავდა გარშემო. 23 წლის იყო, თავისი კურსელი გოგონას ცოლად მოყვანა რომ გადაწყვიტა. ლელა ცუდი გოგო არ იყო, მაგრამ ჩემს დედისერთას ოჯახის შექმნისთვის ვერ ვიმეტებდი, არ დამიჯერა.

- რძალს როგორ შეხვდით?

- ცუდად არ შევხვედრივარ, მაგრამ არც თან გადავყოლივარ. ოქროს სამკაულები საგანგებოდ გადავმალე და არ მივეცი. მხოლოდ ერთი, ჩემი დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი ვაჩუქე. ცუდად არ იქცეოდა, წყნარი გოგონა აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ ხვდებოდა, რომ მასზე არ ვგიჟდებოდი და ცდილობდა, დღის დიდი ნაწილი დედასთან გაეტარებინა. შინ მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც მამუკას სამსახურიდან მოსვლის დრო იყო. ჩემი შვილი დისტრიბუტორად მუშაობდა და ხელფასი 500 ლარი ჰქონდა. მე არ ვმუშაობდი, პენსიის ასაკისაც არ ვარ, ორ ბავშვს ვამზადებდი გეოგრაფიაში. ერთ დღეს ნათესავისგან გავიგე, რომ მისი შვილი სამუშაოდ გერმანიაში მიდიოდა და მამუკასაც შევუჩნდი. ერთი წლის მოყვანილი ცოლი ოთხი თვის ფეხმძიმე დავატოვებინე და გერმანიაში ძალით გავგზავნე.

- 23 წლის ბიჭი ძალით როგორ გაგზავნეთ?

- სასწაულად დავუხატე ყველაფერი. იქიდან ფულს გამოგზავნი, მოგიგროვებ და მერე შენ და ლელა ცალკე იყიდით ბინას-მეთქი. რაც დანაზოგი გვქონდა, მის გამგზავრებაში დავხარჯეთ და მამუკა გერმანიაში სამუშაოდ წავიდა.

- რძალი ამ დროს ხმას არ იღებდა?

- არავის გვიკითხავს მისთვის აზრი, ალბათ, გულში მწყევლიდა კიდეც და ვეზიზღებოდი, მაგრამ ჩემ წინაააღმდეგ ვერ წავიდა. მამუკა რომ გაფრინდა, მეორე დღეს ლელამ ბარგი ჩაალაგა და საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა. ხმა არ ამოუღია, არც დამმშვიდობებია. ორი კვირის მერე დავურეკე და დედამისისგან გავიგე, რომ ნერვიულობისგან მუცელი მოეშალა და გოგო ძლივს გადაურჩენიათ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია