"ქართული ოცნება" უმრავლესობის დაშლის რეალური საფრთხის წინაშე - ალასანიას გავლენა პარლამენტზე

"ქართული ოცნება" უმრავლესობის დაშლის რეალური საფრთხის წინაშე - ალასანიას გავლენა პარლამენტზე

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემთხვევაში, მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობის გარეშე დარჩება. "ქართული ოცნება" უმრავლეობის დაშლის თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასთან გაერთიანებას ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატები მოისურვებენ.

უმრავლესობას პარლამენტში ქმნის ფრაქცია ან ფრაქციათა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებული დეპუტატები პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება, ანუ დღევანდელ პარლამენტში, უმრავლესობა სულ მცირე 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება.

კოალიციურ უმრავლესობას პარლამენტში 6 საპარლამენტო ფრაქცია და ჯამში 83 დეპუტატი ქმნის. საკუთრივ ფრაქცია "ქართულ ოცნება - თავისუფალ დემოკრატებში" 10 წევრია, რომელთა უმრავლესობიდან გასვლა უმრავლესობის დაშლს ნიშნავს, რადგან 150 წევრიან პარლამენტში 73 პარლამენტარის ერთობა უმრავლესობის ქონისთვის საკმარისი არ არის.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #ირაკლი ალასანია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა