ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ოპონენტები და გუნდის წევრები აფასებენ

ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ოპონენტები და გუნდის წევრები აფასებენ

ყველასთვის ნათელია, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკით ქვეყანა სერიოზულ კრიზისში შეიყვანა, - ამის შესახებ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების კომენტირებისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აზრით, თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებშიც მთავარი მოქმედი პირი ბიძინა ივანიშვილია. "სახეზეა შიდაპარტიული ინტრიგების გამო, საკუთარი თავდაცვის მინისტრის და მისი გუნდის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მაშინ, როცა ის იცავდა ხელისუფლების პოლიტიკას გასული 2 წლის განმავლობაში. ყველას გვესმის, რომ პროკურორი ბადაშვილი არ წყვეტს ამ საკითხებს. ვიცით, რომ ამას აკეთებს ივანიშვილი", - განაცხადა მან.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იძულებული გახდა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაეთავისუფებინა.

მისი თქმით, ირაკლი ალასანიას მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელი იყო.

"ირაკლი ალასანიას ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყანაში სამართლის პოვნა შეიძლება და თუ ის დარწმუნებული იყო თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სიმართლეში, არანაირი პრობლემა არ იყო, რომ ის გამოძიებას დალოდებოდა. შედეგების შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება ან პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა."- აღნიშნა სესიაშვილმა.

ყოფილ თავდაცვის მისნიტრთან თანამშრომლობისტვის მზადებას გამოტქვამს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, თუ "თავისუფალი დემოკრატები", მიუხედავად განსხვავებებისა, თუ წყალგამყოფად აიღებენ პროდასავლურობას და ევროპულ მომავალს, მისი პოლიტიკური ძალა ალასანიას ძალასთან ითანამშრომლებს.

"ნამდვილად კარგია რომ ირაკლი ალასანია პროდასვლური პოლიტიკოსების რიცხვში აყენებს თავის თავს. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანა მიდიოდეს პროდასავლურობისა და ევროპისკენ. ყველა განსხვავების მიუხედავად, თუ "თავისუფალი დემოკრატები" მზად არიან მთავარ წყალგამყოფად აიღონ პროდასავლურობა და ევროპული მომავალი, ჩვენ მზად ვართ მათთან სათანამშრლომლოდ", - განაცხადა ბაქრაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განაცხადებით, დღეს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში კრიზისია. "სახელმწიფო უმძიმეს მდგომარეობაშია და ფაქტობრივად არ არსებობს, ისეთი კრიზისი მოხდა მთავრობაში. ღარიბაშვილს ერთადერთი გზა ჰქონდა დარჩენილი. ალასანიას გამოსვლა მას სხვა გზას არ უტოვებდა. ღარიბაშვილის გამოსვლაში კიდევ ჩანდა სახელმწიფოებრიობის გარკვეული ნიშანი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ გუნდი ერთიანია და თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ალასანია წავა, ორი-სამი კაცი გაჰყვება და სხვა დეპუტატები დარჩებიან, ეს ილუზია მათ გაუქარწყლეს. ძალიან ცუდია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ მოხერხდა, რომ პრემიერ-მინისტრი არ აღქმულიყო როგორც მხარე, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურას შორის. მისი განცხადება, რომ კითხვები აქვს ალასანიასთან, აღქმული იქნა, როგორც ერთგვარი გადახრა პროკურატურის მხარეს", – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე "რესპუბლიკელები" "თავისუფალი დემოკრატებისადმი" სოლიდარულები იყვნენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა