თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვაკო ავალიანმა განუცხადა."ყველა ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას", - განაცხადა ვაკო ავალიანმა. ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, გეგმავენ თუ არა მოადგილეები პოსტის დატოვებას. მინისტრის გადადგომის შემდეგ მოადგილეები შესაბამისად თანამდებობიდან გადამგარად და მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან. ირაკლი ალასანიას სულ 5 მოადგილე ჰყავდა - ირაკლი გეგეჭკორი, ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა