კარლ ბილდტი - საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია

კარლ ბილდტი - საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის შეფასებით, საქართველოს კურსი საფრთხის ქვეშაა. ასე ეხმაურება ბილდტი twitter-ში საკუთარ გვერდზე ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას. "სერიოზული პოლიტიკური კრიზისია საქართველოში. შეტევა თავდაცვის მინისტრზე მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა. ქვეყნის კურსი საფრთხის ქვეშაა", - წერს ბილდტი. ბილდტი, ასევე, აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტების მიერ უნდა იმართებოდეს და არა - კულუარებიდან".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა